სტუდენტური კონფერენცია “შეთანხმება კასპიის ზღვის სტატუსზე – მიზნები, გამოწვევები და ახალგაზრდობის პერსპექტივები”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კონფერენცია “შეთანხმება კასპიის ზღვის სტატუსზე – მიზნები, გამოწვევები და ახალგაზრდობის პერსპექტივები”

“შეთანხმება კასპიის ზღვის სტატუსზე – მიზნები, გამოწვევები და ახალგაზრდობის პერსპექტივები”

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალგაზრდობის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია უნივერსიტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სთავაზობს პროექტს სტუდენტური კონფერენციისთვის: “შეთანხმება კასპიის ზღვის სტატუსზე – მიზნები, გამოწვევები და ახალგაზრდობის პერსპექტივები”.

 

თურქმენეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ლიდერებმა 20- წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას და ხელი მოაწერეს კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით. დოკუმენტი აწესებს რეგულაციებს დელიმიტაციის, სანავიგაციო ხაზების სქემას, მეთევზეობის სისტემას, მკაცრად განსაზღვრავს მონაწილე ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ინტერაქციის პრინციპებს და უზრუნველყოფს კასპიის ზღვის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების გარანტიას.

 

კასპიის ზღვის ხუთმა მოსაზღვრე ქვეყანამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი გახსნილად გამოაცხადა ვაჭრობის, ტრანსპორტირების, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები დაინტერესდნენ და სიღრმისეულად გაეცნონ კასპიის ზღვის შეთანხმების მიზნებსა და გამოწვევებს, გააანალიზონ და შეაფასონ წევრი ქვეყნებისა და ასევე, საკუთარი შესაძლებლობები მიმდინარე პროცესებში.

 

აღნიშნული კონფერენციის ჩატარება იგეგმება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 30 მაისს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობით.

 

კონფერენციის მიზანია, მოხდეს კასპიის ზღვის სტატუსზე მიღწეული შეთანხმების საკითხის გაცნობა-პოპულარიზაცია და აღნიშნული ინიციატივის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ადგილის განსაზღვრა.

 

სამიზნე ჯგუფი: ბიზნესისა და ეკონომიკის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, სამართლის, ჟურნალისტიკის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები.

 

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი;

 

მოხსენების ფორმატი

მოხსენების რეგლამენტი - 10 წუთი;

დისკუსია - 3 წუთი.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომი დაიბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 27 მაისამდე შემდეგ ბმულზე