შიდასაუნივერსიტეტო კონფერენცია საჯარო მმართველობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შიდასაუნივერსიტეტო კონფერენცია საჯარო მმართველობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ინიციატივით, მიმდინარე წლის 5 თებერვალს გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო, სტუდენტური კონფერენცია. 

 

კონფერენცია განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და სამართლის სკოლების სტუდენტებისათვის. 

 

შიდასაუნივერსიტეტო კონფერენცია საჯარო მმართველობაში

 

5 თებერვალი - კონფერენციის ძირითადი თემა - "მმართველობითი სტანდარტების მოდიფიკაცია თანამედროვე საჯარო სექტორში."

  • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს;
  • შერჩეული კვლევების შინაარსი წარმოდგენილი უნდა იქნეს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებით. 

 

აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია მოხსენება ორი მომხსენებლის თანაავტორობით.

  • კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი;
  • გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მომხსენებლები;
  • წარმოდგენილი ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო კრებულში;

 

მოხსენების ფორმატი

  • მოხსენების რეგლამენტი - 10 წუთი;
  • დისკუსია - 3 წუთი.

 

რეგისტრაციის გასავლელად კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომის სათაური და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ მისამართზე: g.turmanidze@gruni.edu.ge 

თბილისის კამპუსის სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან მგზავრობის დაფინანსებითა და საცხოვრებლით ბათუმის სტუდენტურ საცხოვრებელში.

 

რეგისტრაციისა და აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო თარიღია 22.12.2018

ძირითადი მოთხოვნები:

  1. აბსტრაქტი - 100-150 სიტყვა;
  2. აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  3. წარმოდგენილი უნდა იქნეს ნაშრომის სრული ელექტრონული ვერსია; მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს.
  4. შრიფტი “Sylfaen”, ზომა – 11, სტრიქონებს შორის მანძილი 1, ველების მანძილი (ყველა მხრიდან) 2 სმ;
  5. აბსტრაქტის დასაწყისში (სათაურამდე) უნდა იქნეს მითითებული ავტორის (თანაავტორის) სახელი და გვარი, ქვეყანა და ქალაქი, სასწავლო დაწესებულების დასახელება, სკოლის დასახელება, საბაკალავარო პროგრამა, (ბაკალავრიატი), დონე; შემდეგ უნდა იქნეს წარმოდგენილი ნაშრომის სათაური და ბოლოს ხელმძღვანელის სახელი და გვარი, წოდების მითითებით;

 

ნიმუში

საპლიკაციო ფორმა