2026 წლის 25 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის - ვახტანგ ლომჯარიას, საჯარო ლექცია: „ თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“.
ლექცია მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობის განმარტებასა და ამ განვითარებაში საზოგადოების მონაწილეობას, ასევე, სოციალურ საკითხებს და მათი განვითარება-გაუმჯობესების პრინციპებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქის სოციალური განვითარების გეგმის განხილვას.
ლექციის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
