იტვირთება...
გრუნის სტუდენტები - შესყიდვების პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე

გრუნის სტუდენტები - შესყიდვების პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე


2026 წლის 11 ნოემბერს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, შესყიდვების პირველი საერთაშორისო კონფერენცია - Procurement Conference 2026 - გაიმართა, რომელმაც ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები, ბიზნესის ლიდერები და შესყიდვების სფეროს პროფესიონალები გააერთიანა.

 

კონფერენციაზე განიხილეს ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი (AI), სტრატეგიული შესყიდვები და ხარჯების ოპტიმიზაცია. მონაწილეებმა იმსჯელეს: დარგის თანამედროვე ტენდენციებისა და სფეროს განვითარების პერსპექტივების შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება.

 

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ ვორკშოპებსაც, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებმა იმუშავეს კონკრეტულ პროფესიულ ამოცანებზე, განიხილეს პრაქტიკული გამოწვევები.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დასაქმებული სტუდენტები, რომელთათვისაც კონფერენციაზე დასწრება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პროფესიული ცოდნის გაღრმავების, დარგის წამყვან სპეციალისტებთან კომუნიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

მსგავს ღონისძიებებში სტუდენტების ჩართულობა ხელს უწყობს აკადემიური ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას, პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და დასაქმების ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციას.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს სტუდენტთა განვითარებასა და მათ ჩართვას საგანმანათლებლო და პროფესიულ შეხვედრებში.