იტვირთება...
გრუნის ასისტენტ- პროფესორი, ლელა გოგინავა, COST Action MultiLiLiTrans-ის შეხვედრაში მონაწილეობდა

გრუნის ასისტენტ- პროფესორი, ლელა გოგინავა, COST Action MultiLiLiTrans-ის შეხვედრაში მონაწილეობდა


2026 წლის 24-25 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლელა გოგინავამ, ბუდაპეშტში, ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში (ELTE) გამართულ COST Action-ის შეხვედრაში (ლიტერატურული მრავალენოვნება და სოციალური ტრანსფორმაციები სუპერმრავალფეროვან საზოგადოებში - MultiLiLiTrans) მიიღო მონაწილეობა.

 

ლელა გოგინავა, პროექტის მენეჯმენტის კომიტეტისა და სამუშაო ჯგუფის წევრის სტატუსით, პირველად ჩაერთო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ პირისპირ შეხვედრაში. ღონისძიების განსახილველ თემას წარმოადგენდა მულტილინგვურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და თანამედროვე გამოწვევები. მკვლევრებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა დეტალურად წარმოაჩინეს აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემის სასწავლო მასალების შესაძლებლობები და ხარვეზები.

 

შეხვედრის ფარგლებში მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ლელა გოგინავა, იტალიელ კოლეგასთან ერთად, უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომლის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო ინსტრუმენტების კრებულის (Educational Toolkit) მომზადება იქნება.

 

გრუნის აკადემიური პერსონალის ჩართვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო იმიჯსა და სანდოობის ხარისხს.