იტვირთება...
გრუნი - „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026“-ის კონფერენციაზე

გრუნი - „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026“-ის კონფერენციაზე


2026 წლის 20 ივნისს Factory Tbilisi-ში გაიმართა Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი კონფერენცია, რომელშიც პარტნიორის სტატუსით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

 

საერთაშორისო ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები, ინვესტორები, მეწარმეები, ინოვატორები და სხვადასხვა სფეროს ლიდერები სამი დღის განმავლობაში განიხილავდნენ : ხელოვნური ინტელექტის, Web3-ის, ბლოკჩეინის, მარკეტინგის, ტურიზმის, კრეატიული ინდუსტრიების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

კონფერენციაზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარადგინა საინფორმაციო სტენდი და მონაწილეებს გააცნო სასწავლო პროგრამები, საერთაშორისო პარტნიორული ქსელები, მიმდინარე პროექტები და სტუდენტების პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია და მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის ახალი პროფესიული კავშირების დასამყარებლად.

 

კონფერენციის ფარგლებში გრუნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ პროფესიულ შეხვედრებსა და ქსელური თანამშრომლობის აქტივობებში, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

 

უნივერსიტეტი განაგრძობს განათლების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ბიზნესის გამაერთიანებელ ღონისძიებებში მონაწილეობას, რომელიც ქმნის ცოდნის გაზიარების, გამოცდილების გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმას.