2026 წლის 29 მაისს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან.
სააგენტოს სპეციალისტებმა: ფატმან ბოლქვაძემ, სალომე თავართქილაძემ და თამარ ჯაფარიძემ, სტუდენტებს გააცნეს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობები, პროფესიული და კარიერული განვითარების საკითხები და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნები.
სტუდენტებს გადაეცათ საინფორმაციო ბიულეტენები სააგენტოს პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, შეხვედრის დასასრულს გაიმართა მცირე დისკუსია, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები.
შეხვედრის ორგანიზება უზრუნველყო ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საკითხებში გულო თურმანიძემ.
თანამშრომლობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს აჭარის რეგიონულ სერვისცენტრთან გრძელდება.
