გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გრძელდება სტუდენტების საყვარელი პროექტი - “ყავა პროფესორთან”.
პროექტის მომდევნო სტუმარიც სტუდენტებმა შეარჩიეს. გამოკითხვის შედეგებით, არაფორმალურ გარემოში ახალგაზრდებთან შეხვედრის პატივი წილად ხვდა პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორ - არჩილ გამზარდიას.
სტუდენტებმა არაერთი საინტერესო კითხვა დაუსვეს პროფესორს და მისგან მიიღეს სასარგებლო რჩევები როგორც პიროვნული, ისე კარიერული განვითარების საკითხებზე.
პროექტი გრძელდება.
