2026 წლის 27-28 აპრილს ბერლინში გაიმართა გარემოსდაცვითი მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების მე-9 საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც Coalesce Research Group-ი მასპინძლობდა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ნინო ლიპარტია, რომელმაც კონფერენციაზე წარადგინა ორი მოხსენება:
„კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობის უფლება: ეროვნული პრაქტიკების შედარებითი ანალიზი, კონსტიტუციური გარანტიები და სტრასბურგის სასამართლოს პერსპექტივა”;
„კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობის უფლება: ევროპული პრაქტიკების შედარებითი ანალიზი, კონსტიტუციური გარანტიები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პერსპექტივა”.
მოხსენებებმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
