იტვირთება...
ლელა გოგინავა - ბუდაპეშტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე

ლელა გოგინავა - ბუდაპეშტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი - ლელა გოგინავა, 2026 წლის 5-6 მარტს მონაწილეობდა ბუდაპეშტის (უნგრეთი) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც COST Action-ის ქსელის ფარგლებში გაიმართა.

 

კონფერენციის: „პოლიტიკა და გავლენა – ტრანსნაციონალური ოჯახების მხარდამჭერი ეფექტური პოლიტიკა“, ფარგლებში, ჩატარდა სპეციალური ტრენინგი დოქტორანტებისaთვის. შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე კოლაბორაციული პროექტები, დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.

 

გრუნის ასისტენტ-პროფესორი ორდღიან სამუშაო შეხვედრაშიც მონაწილეობდა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, აქამდე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ტრანსნაციონალური ოჯახური დინამიკის მხარდამჭერი პოლიტიკის დოკუმენტები შეიმუშავეს, სამუშაო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლელა გოგინავას წვლილი. მისი რეკომენდაციით, საერთაშორისო პოლიტიკის დოკუმენტში აისახა ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა: მიგრანტი მშობლების ბავშვების აღრიცხვისა და შესაბამისი რეესტრების შექმნის აუცილებლობა, რაც ქვეყნებს შორის ზუსტი სტატისტიკური მონაცემების არსებობას ჩაუყრის საფუძველს. მისივე ინიციატივით, დოკუმენტს დაემატა რეკომენდაცია დასაქმების სააგენტოების ერთიანი რეესტრის შექმნის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის პროცესების მეტ გამჭვირვალობასა და დაცულობას.

 

სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა იმსჯელეს მიგრანტი ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გამოწვევებზე, საიმედო სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობასა და სამედიცინო პერსონალისათვის კულტურულად სენსიტიური ტრენინგების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსნაციონალური ოჯახების სოციალურ უფლებებსა და იმ ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებსაც დოკუმენტაციის არმქონე ოჯახები აწყდებიან.

 

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა და პოლიტიკის დოკუმენტებში ასახული ინიციატივები კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აქტიურ როლს საერთაშორისო სამეცნიერო და პოლიტიკურ დისკურსში.