გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა სასწავლო კურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც ჰიბრიდული ფორმატით მიმდინარეობდა.
კურსს უძღვებოდა ქრისტინე ქაჯაია - იურისტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებული ტრენერი.
სასწავლო კურსის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ადამიანური რესურსების მართვის, საჯარო სექტორისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს პროფესიული ცოდნა GDPR-ის სტანდარტებისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ.
სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
