იტვირთება...
სემინარი: „გრუნის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მიმართება უნივერსიტეტის მისიასთან“

სემინარი: „გრუნის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მიმართება უნივერსიტეტის მისიასთან“


2025 წლის 10 და 23 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სემინარი: „სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მიმართება გრუნის მისიასთან“, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

 

სემინარი დაიგეგმა ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციის პრაქტიკულად განხორციელებისათვის. ის მიზნად ისახავდა უზრუნველეყო მონაწილეთა მიერ უნივერსიტეტის მისიის, ხედვის, მიზნებისა და ღირებულებების შინაარსის სწორად გააზრება და მისი შესაბამისობის განსაზღვრა თითოეული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან.

 

სემინარზე განიხილეს უნივერსიტეტის მისიის ძირითადი კომპონენტები და რექტორისაგან მიიღეს განმარტებები გრუნის მიზნებთან, ღირებულებებსა და ხედვასთან დაკავშირებით.

 

23 დეკემბერს, პირველ სემინარზე მიღებული დავალების შესაბამისად, მონაწილეებმა გამართეს დისკუსია თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი მისიის, ხედვის, მიზნებისა და ღირებულებების ვერსიების ირგვლივ, მოახდინეს გაწეული საქმიანობის რეტროსპექტივა ამ დოკუმენტებთან მიმართებით და მიიღეს პრაქტიკული რჩევები მათი ახლებურად გააზრებისა და საბოლოო ვერსიის შესამუშავებლად.