იტვირთება...
დასაქმების ფორუმი 2025 გრუნიში

დასაქმების ფორუმი 2025 გრუნიში


2025 წლის 25 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 45-ზე მეტი წამყვანი კომპანია, მათ შორის, საგანმანათლებლო, სამედიცინო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირისპირ გასაუბრებოდნენ კომპანიების წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და აერჩიათ შეთავაზება მათთვის სასურველ პოზიციაზე.

 

ფორუმი ოფიციალურად გახსნა კლინიკა „კანის“ ჰუმანოიდმა რობოტმა - ეიდენმა. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ჰუმანოიდმა რობოტმა მონაწილეობა მიიღო ასეთი ტიპის ღონისძიებაში, გახსნა ფორუმი და წარადგინა მისი მიზნები.

 

გრუნის ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების, გრუნი ანალიტიქსისა და JOBIFY-ის თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ასეთი მასშტაბური და მრავალმხრივ საინტერესო ფორუმის ჩატარება.

 

უნივერსიტეტი კვლავაც ადასტურებს, რომ არის პლატფორმა სტუდენტებისთვის პროფესიული წინსვლისა და რეალური წარმატების მისაღწევად.