იტვირთება...
კარტინგის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი

კარტინგის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი


2025 წლის 23 ნოემბერს ლისის გასართობ სივრცეში გრუნის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს შორის კარტინგის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა.

 

ასპარეზობა მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სტუდენტური ცხოვრების პოპულარიზაციასა და თაობებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

 

საუკეთესო დროითი მაჩვენებლებით, რომელსაც მონაწილეებმა ექსტრემალური სისწრაფით მიაღწიეს, სამი გამარჯვებული გამოვლინდა: ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა სამართლის სკოლის სტუდენტი - გიორგი ჯაყელი, მეორე და მესამე ადგილები ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა - ლუკა ბუხრაშვილმა და საბა ბანძელაძემ, გაიყვეს.

 

„ნამდვილი თავგადასავალი, ადრენალინითა და აზარტით; სიჩქარე, დინამიკა და ახალი შეგრძნებები“ - ასე შეაფასეს სტუდენტებმა ასპარეზობა.

 

შეჯიბრება გაიმართა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით.