გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრი“-ს ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური უნივერსიტეტთაშორისი ტრენინგი მედიაციაში: „მოლაპარაკების ხელოვნება, ეფექტური კომუნიკაცია, მედიაცია“.
ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისათვის მოლაპარაკების, კონფლიქტის მართვისა და მედიაციის პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ეფექტური კომუნიკაციისა და ემპათიური მოსმენის უნარების განვითარება.
ინტერაქტიული და პრაქტიკული ელემენტებით დატვირთულ ღონისძიებაში 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შორის, 40 - სხვადასხვა უნივერსიტეტიდან:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს უნივერსიტეტი;
- თავისუფალი უნივერსიტეტი;
- ტექნიკური უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.
ტრენინგს უძღვებოდა მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, იურისტი და ლიცენზირებული მედიატორი - ნინა გერსამია და მისი გუნდის წევრები - კურსდამთავრებულები და სტუდენტები: მარიამ ნიშნიანიძე, ანი თვაური და მაკა პარსალიშვილი.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და მედიაციის ცენტრის ერთობლივი სერტიფიკატი.
მედიაციის ცენტრი გეგმავს ტრადიციად აქციოს ამგვარი შეხვედრები.
