იტვირთება...
მედიაციის საერთაშორისო კონფერენცია

მედიაციის საერთაშორისო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი, მონაწილეობდა მედიაციის საერთაშორისო კონფერენციაში: „მედიატორის სავალდებულო კონსულტაცია და სავალდებულო მედიაცია: როგორ მუშაობს ის სხვა ქვეყნებში?“, რომელიც ორგანიზებული იყო ლატვიის სერტიფიცირებული მედიატორების საბჭოს მიერ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გრუნის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრის სტუდენტები. მონაწილეები გაეცნენ მედიაციის თეორიულ ასპექტებს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას. მიღებული ცოდნა და უნარები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაწილეების პროფესიულ განვითარებასა და კონფლიქტების მართვის კულტურის გაღრმავებას.

 

ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება სავალდებულო მედიაციის განხორციელების მიმართულებით.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იტალიის, უკრაინის, ლიეტუვას, ესტონეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის წამყვანი სპეციალისტები.

 

მედიაციის ცენტრი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, კონფერენციებში მონაწილეობას, გამოცდილების გაზიარებას, მედიაციის კულტურის გაძლიერებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.