იტვირთება...
გრუნის სტუდენტები რუმინეთის საერთაშორისო სემინარებიდან დაბრუნდნენ

გრუნის სტუდენტები რუმინეთის საერთაშორისო სემინარებიდან დაბრუნდნენ


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები, პარტნიორი ორგანიზაციის - „დრონი“, მხარდაჭერით, რუმინეთის ქალაქ ბაია-მარეში, საერთაშორისო სემინარებზე, იმყოფებოდნენ.

 

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: მარიამ თავშავაძემ, ნინიკო სამუშიამ, ლიზი იაკობაძემ, ანი რურუამ, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა - გიორგი მორჩილაძემ, პროექტის - „ციფრული მდგრადობის თავსატეხი“, ფარგლებში გამართულ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა და განიხილეს ციფრული სამყაროს განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები: ChatGPT - ჩემი ვირტუალური მეგობარი თუ საფრთხე; ხელოვნური ინტელექტის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე; რეალური და ყალბი წარმოდგენა სოციალური მედიის შესახებ და სხვ.

 

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო მინისპექტაკლი. ადამიანურ ურთიერთობებზე ციფრული სამყაროს გავლენის წარმოსაჩენად, თავად მონაწილეებმა მოიფიქრეს სცენარი და რეალურად განახორციელეს კიდეც.

 

ახალგაზრდები პროგრამის მოხალისეებთან ერთად, ქალაქ ბაია-მარეს ღირსშესანიშნაობებს, მის ისტორიასა და კულტურასაც გაეცნენ.

 

იორდანიის, ეგვიპტის, თურქეთისა და საქართველოს ახალგაზრდებმა ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებულ თემებზე პაზლებიც ააწყვეს, რომლებსაც, ორგანიზატორები ბაია-მარეს სკოლის მოსწავლეებს გააცნობენ.

 

გრუნის სტუდენტებმა თანატოლებს განსახილველი თემის შესახებ თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს, კულტურული საღამოს ფარგლებში კი საქართველოს ტრადიციები გააცნეს.

 

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.

 

უნივერსიტეტი მადლობას უხდის ახალგაზრდულ ორგანიზაციას - „დრონი“ , თანამშრომლობისათვის.