2025 წლის 6 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ, სტუდენტებს გააცნო სამსახურის საქმიანობა და მიმდინარე პროექტი - „პარალეგალები“.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერებისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას და საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაიარონ უფასო ტრენინგი სამართლებრივ საკითხებზე, ჩაეწერონ პარალეგალთა რეესტრში და საკუთარ თემში განახორციელონ საზოგადოებრივი, სამართლებრივი საქმიანობა.
პარალეგალები ავრცელებენ სამართლებრივ ცოდნას, მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას პირველადი სამართლებრივი დახმარების შესახებ და ამ გზით ხელს უწყობენ საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის დამკვიდრებას.
პროექტის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, შეჯიბრებებში და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
ამგვარი პროექტები წარმოადგენს მნიშვნელოვანს, საინტერესოსა და სასარგებლოს სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, რადგან ის აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო, ისე საზოგადოებრივ კომპონენტს და ხელს უწყობს მომავალი იურისტების პროფესიულ და სამოქალაქო განათლებას.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახურის საქმიანობა მოიცავს იურიდიულ კონსულტაციას, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას, წარმომადგენლობას სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმეებში, ასევე, სისხლის სამართლის პროცესებში საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებას.
