2025 წლის 8 ოქტომბერს, გრუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ნექსუსი) მუშაობის პრინციპების შესახებ.
განიხილეს „ნექსუსის“ ცალკეული მოდულები: ავტორიზაცია, სასწავლო მასალისა და დავალებების ატვირთვა, სტუდენტთა შეფასებების ასახვა და სხვა.
ტრენინგის მონაწილეებმა, მოდულების შესაბამისად, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები.
ტრენინგს უძღვებოდა ელექტრონული ბაზების ადმინისტრატორი, დავით ბიკოევი.
