გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, ლიზი ძიმისტარაშვილმა, წარმატებით დაასრულა 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი ბადენ-ვიურტემბერგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე.
სწავლის პერიოდში, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, ლიზიმ მოიპოვა ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდია.
უნივერსიტეტის ფონდი სტიპენდიებს გასცემს როგორც გერმანელი, ისე საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებას იძენენ.
ქართველი სტუდენტი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდა მშობლიურ უნივერსიტეტს.
