File not found.
იტვირთება...
ანაზრაურებადი სტაჟირება - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეთავაზება სტუდენტებს

ანაზრაურებადი სტაჟირება - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეთავაზება სტუდენტებს


2025 წლის 13 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებმა ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან.

 

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ სამართლისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს გააცნეს სამსახურის საქმიანობა, საკადრო პოლიტიკა, სტაჟირების პროგრამა და შესარჩევი, სამეტაპიანი, კონკურსის მოთხოვნები.

 

შეხვედრის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან ერთად რექტორის მოადგილეები: გულნაზ გალდავა, ვახტანგ ჭარაია და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.