2025 წლის 10 ივნისს გრუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ველნეს ტურიზმისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების დისციპლინების ფარგლებში, ჩატარდა გასვლითი სასწავლო ლექცია ძალისის ნაქალაქარში, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი გივი ყუფარაძე.
ძალისის ნაქალაქარი ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნის ძეგლია, რომლის არქიტექტურამ, განსაკუთრებით აბანოებისა და აუზების გეგმარებამ, ცივი და ცხელი წყლით მომარაგებისა და ჰიპოკაუსტების პრინციპზე აგებული გათბობის სისტემებმა, ცენტრალურმა კანალიზაციამ, იატაკის მოზაიკით მოპირკეთების ტექნიკამ, აუზის შესალესად ჰიდრავლიკური ხსნარისა და სხვა იმ დროისთვის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალების გამოყენებამ, სტუდენტების დიდი დაინტერესება და აღფრთოვანება გამოიწვია.
გასვლითი სასწავლო ლექცია დაიგეგმა და მომზადდა სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ახალგაზრდების დაინტერესება საქართველოს ისტორიისა და ტურიზმის საკითხებით.