ლარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა გრუნის ეკონომიკური გუნდი: რექტორის მოადგილე-ვახტანგ ჭარაია, პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი, ასისტენტი მაიამ ლაშხი, ასისტენტ-პროფესორი გიგა თვაური, რატი ქირია და ასოცირებული პროფესორი გიორგი ცუცქირიძე.
ლარის მიმოქცევაში შესვლის საიუბილეო ღონისძიებას 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის: ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.