2025 წლის 19 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და ევროპის აკადემიურმა ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ძლიერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირის ჩამოყალიბება, რომელიც ხელი შეუწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართვას ერთობლივ პროექტებში, კვლევით საქმიანობასა და გაცვლით პროგრამებში.
თანამშრომლობა მოიცავს:
- ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
- სტუდენტების გაცვლით პროგრამებს;
- საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- თანამედროვე ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას;
- ახალი აკადემიურ მიმართულებებსა და ინოვაციური იდეების განვითარებას.
ამ პარტნიორობით დაგეგმილი ინიციატივები მნიშვნელოვნად გააფართოებს როგორც სტუდენტურ, ისე აკადემიურ შესაძლებლობებს და შექმნის რეალურ ღირებულებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.