გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დოქტორანტის გიორგი მუმლაძის, დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობა“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა, გიორგი მუმლაძეს მიენიჭოს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.