თორნიკე მერებაშვილი European Scientific Journal-ის რედაქტორად დაინიშნა

თორნიკე მერებაშვილი European Scientific Journal-ის რედაქტორად დაინიშნა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიწის სამართლის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დირექტორი, თორნიკე მერებაშვილი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (ESI) ჟურნალის - European Scientific Journal-ის რედაქტორად დაინიშნა.

 

ჟურნალი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს და ინდექსირებულია მაღალი ხარისხის აკადემიურ და სამეცნიერო ბაზებში. ევროპის 15-ზე მეტი ქვეყნის მეცნიერი აქვეყნებს ჟურნალში თავისი კვლევის შედეგებს.

 

თორნიკე მერებაშვილმა უკვე მოამზადა პირველი რეცენზია და აქტიურად ჩაერთო ჟურნალის რედაქტირების პროცესში.

 

ახალგაზრდა მკვლევრის ეს წარმატება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და გააძლიერებს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას გლობალურ სამეცნიერო დისკურსში.