საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდი აცხადებს საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა/წახალისება და ამ პროცესში უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრების/ სტუდენტების მონაწილეობის გაზრდა.

 

კონკურსის პირობები, ვადები, საკვლევი მიმართულებები:

პროექტის აუცილებელი პირობაა კვლევის შედეგების ასახვა სამეცნიერო სტატიის ფორმატით და საზღვარგარეთის მაღალრეიტინგულ ჟურნალში მისი გამოქვეყნება. კერძოდ, მისაღებია ის ჟურნალები, რომლებიც ინდექსირებულია: Elsevier (Scopus და Science Direct) და Web of Science-ის ბაზებში.

გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) უნდა მოიცავდეს საგრანტო თანხა. კონკრეტულ გამომცემლობასთან კონტაქტს, სტატიის ფორმატსა და სხვა დეტალებს უზრუნველყოფს თავად კონკურსანტი.

 

უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, სადაც თვალსაჩინოდ იქნება გამოკვეთილი:

  • პრობლემის ინტერდისციპლინური კვლევა;
  • საკვლევი საკითხის აქტუალურობა;
  • კვლევის მეთოდების ორიგინალურობა/ეფექტიანობა;
  • კვლევის შედეგების თეორიული ან/და პრაქტიკული მნიშვნელობა.

 

პროექტში მონაწილეობის პირობები:

  • პროექტის ხელმძღვანელი აუცილებელია იყოს გრუნის აფილირებული თანამშრომელი;
  • სამეცნიერო პროექტი უნდა აერთიანებდეს მინიმუმ 3 პროფესორს და მინიმუმ 3 სტუდენტს (ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხური);
  • პროექტის წარსადგენად სავალდებულოა შესაბამისი საპროექტო განაცხადის შევსება (არა უმეტეს 1000 სიტყვისა);
  • პრიორიტეტი მიენიჭება ინტერდისციპლინურობასა და თბილისისა და ბათუმის კამპუსების მიერ ერთობლივად/თანამშრომლობით წარმოდგენილ პროექტებს;
  • სავალდებულოა კვლევის შემდგომი ვორქშოპის / ფორუმის ორგანიზება, კვლევის შედეგებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის გასაცნობად.

 

პროექტის კალენდარი

  • კონკურსის გამოცხადება - 2025 წლის 5 მარტი;
  • საკონკურსო პროექტის წარდგენის საბოლოო ვადა - 2025 წლის 17 მარტი;
  • გამარჯვებული პროექტების გამოვლენა - არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტი;
  • გამარჯვებული პროექტის დასრულება - 2025 წლის 30 სექტემბერი.

 

პროექტის ბიუჯეტი (საორიენტაციო) - 6000 ლარი.

პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა პროექტის საშემსრულებლო გუნდთან დაშვებულია სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ. სხვა ხარჯები კი დაფინანსდება პროექტის საჭიროებისამებრ.

*(დაშვებულია მხოლოდ 1 განაცხადის გაკეთება თითო ჯგუფისთვის/პირისთვის)

 

სარეკომენდაციო წერილი

ნებისმიერ საგრანტო განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სკოლის დეკანის რეკომენდაცია (დადგენილი ფორმით) პროექტის მნიშვნელობისა და სკოლის ინტერესებთან შესაბამისობის შესახებ. ელექტრონულად შევსებული განაცხადი გაუგზავნეთ დეკანს (იხ. ბმული განაცხადის ფორმა), რომელიც მოამზადებს შესაბამის დასკვნას და შემდგომ მსვლელობას მისცემს განაცხადს.

 

პროექტის დასრულება

პროექტის განხორციელების შემდეგ, ორ კვირაში, ავტორი ვალდებულია შესრულებული აქტივობის ანგარიში, დადგენილი ფორმით, წარადგინოს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრში, ხოლო ფონდის კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე მოახდინოს აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაცია.

პროექტის შეუსრულებლობის ან ნაწილობრივი შესრულების შემთხვევაში (მათ შორის, შესრულებული პროექტის ანგარიშის წარუდგენლობის ჩათვლით), გაცემული ფინანსური რესურსის ხარჯვის რელევანტურობის, მისი უნივერსიტეტისთვის სრულად/ნაწილობრივ დაბრუნების ან/და სხვა სახის რეაგირების საკითხს წყვეტს კომიტეტი. პროექტთან დაკავშირებული დარღვევების შემთხვევაში, შედეგები აისახება განმცხადებლის მიერ ახალი პროექტის წარდგენის დროს.

 

პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები სკოლების მიხედვით:

 

სამართლის სკოლა

  1. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის სამართლებრივი და ინსტიტუციური უზრუნველყოფა;
  2. სამართლებრივი სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში და ადამიანის უფლებები.

 

საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა

  1. სახელმწიფო მმართველობის ციფრული ტრანსფორმაცია;
  2. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია საქართველოში;
  3. საჯარო სამსახურის რეფორმა.

 

ჰუმანიტარული და სოციალური მენიერებების სკოლა

  1. თანამდროვე ქართული პრესა და ციფრული ტექნოლოგიები;
  2. მედიასაგანმანათლებლო და მედიაკომუნიკაციური ფენომენების შესწავლა;
  3. კლინიკური ფსიქოლოგია.

 

მედიცინის სკოლა

  1. მშობიარობის თანამედროვე მეთოდები და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობა;
  2. ეკოლოგიის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  3. თანამედროვე დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  4. საექიმო სპეციალობის და ინფექციების კონტროლის გავლენა პრაქტიკოსი სტომატოლოგების Helicobacter Pylori-ით ინფიცირების მაჩვენებელზე;
  5. პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის შეფასება, ცალკეული რეგიონების მიხედვით.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა

  1. ჩრდილოვანი ბანკინგისა და ფინტეკ ტექნოლოგიების როლი საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებაში;
  2. ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში;
  3. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ბიზნესპროცესები საქართველოში.

 

*ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია პროექტი ეხებოდეს ნებისმიერ სხვა თემასაც, თუმცა უნდა იკვეთებოდეს მისი განსაკუთრებულობა და საჭიროება შესაბამისი სკოლისათვის.

*თემის აქტუალობისა და კვლევის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაძლებელია მითითებულ თანხაზე მეტის მოთხოვნა.