შეთავაზება გრუნის სტუდენტებს - გრენობლის უნივერსიტეტის სტიპენდიები

შეთავაზება გრუნის სტუდენტებს - გრენობლის უნივერსიტეტის სტიპენდიები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საფრანგეთში გრენობლის ალპების უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიებზე 2025-2026 სასწავლო წლისთვის!

  • გრენობლის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა (Sciences Po Grenoble);
  • მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ჯანდაცვის, სპორტის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • გრენობლის სამართლის ფაკულტეტი;
  • გრენობლის ეკონომიკის ფაკულტეტი.

 

შესაძლებელია განაცხადის შეტანა მაგისტრატურის პირველ ან მეორე კურსზე.

კანდიდატები შეირჩევიან მათი აკადემიური მოსწრების და ფრანგული ან ინგლისური ენის ცოდნის დონის საფუძველზე.

სტიპენდიის ოდენობაა:

  • 9000 ევრო მაგისტრატურის პირველი კურსისთვის;
  • 5500 ევრო მაგისტრატურაში მეორე კურსისთვის.

 

სტიპენდია გაიცემა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში და გამარჯვებულებს შეეძლებათ განაცხადის ხელმეორედ, მეორე წლისთვის (2026 – 2027 აკადემიური წელი), შეტანა.

 

სტიპენდია არ ათავისუფლებს სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდისგან. რეგისტრაციის საფასურის გადახდა განისაზღვრება ცალ-ცალკე, თითოეული აკადემიური კომპონენტის მიხედვით.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 მარტი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს - t.gagoshidze@gruni.edu.ge