გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საფრანგეთში გრენობლის ალპების უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიებზე 2025-2026 სასწავლო წლისთვის!
- გრენობლის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა (Sciences Po Grenoble);
- მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ჯანდაცვის, სპორტის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- გრენობლის სამართლის ფაკულტეტი;
- გრენობლის ეკონომიკის ფაკულტეტი.
შესაძლებელია განაცხადის შეტანა მაგისტრატურის პირველ ან მეორე კურსზე.
კანდიდატები შეირჩევიან მათი აკადემიური მოსწრების და ფრანგული ან ინგლისური ენის ცოდნის დონის საფუძველზე.
სტიპენდიის ოდენობაა:
- 9000 ევრო მაგისტრატურის პირველი კურსისთვის;
- 5500 ევრო მაგისტრატურაში მეორე კურსისთვის.
სტიპენდია გაიცემა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში და გამარჯვებულებს შეეძლებათ განაცხადის ხელმეორედ, მეორე წლისთვის (2026 – 2027 აკადემიური წელი), შეტანა.
სტიპენდია არ ათავისუფლებს სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდისგან. რეგისტრაციის საფასურის გადახდა განისაზღვრება ცალ-ცალკე, თითოეული აკადემიური კომპონენტის მიხედვით.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს - t.gagoshidze@gruni.edu.ge