სიანს პო ბორდოს უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტი - გიორგი ლუხავა და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტი - მარიამ ბუცხრიკიძე, 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Bordeaux) აგრძელებენ სწავლას.
სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ Sciences Po Bordeaux - ს სერტიფიკატი, ხოლო გრუნი აღიარებს საფრანგეთში მიღებულ კრედიტებს.
მარიამს და გიორგის ვულოცავთ საფრანგეთის პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტობას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ!