გრუნიში გარე მობილობა იწყება

გრუნიში გარე მობილობა იწყება

მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა (სხვა უნივერსიტეტიდან გადმომსვლელი სტუდენტები), უპირველესად, მობილობის უფლების მოსაპოვებლად, რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - https://students.emis.ge/

 29 იანვრიდან - 7 თებერვლის ჩათვლით.

 

რეგისტრაციის დროს სტუდენტს ეძლევა საშუალება იხილოს გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

 

პასუხი მობილობის უფლების მოპოვების შესახებ ცნობილ იქნება 12 თებერვალს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე.

 

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, უნდა წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტები უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში (აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა და დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განთავსდება გრუნის ვებგვერდზე).

 

ინსტრუქცია ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმულით: https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q&t=49s

 

საკონტაქტო პირი: 
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (126)