სტუდენტური კლუბი - GRUNI SDGs, აცხადებს მიღებას!

სტუდენტური კლუბი - GRUNI SDGs, აცხადებს მიღებას!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ იგეგმება სტუდენტური კლუბის - SDGs, დაარსება. ინიციატივის მიზანია სტუდენტების ჩართვა მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზების პროცესში ისეთი აქტივობების ორგანიზების გზით, როგორებიცაა: ცნობიერების ამაღლების კამპანიები, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები და სხვა.

 

GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრი აკადემიურ სივრცეში მოქმედი უნიკალური დაწესებულებაა, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სტუდენტური კლუბის - SDGs, შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მდგრადი განვითარების მიმართულებით, ითანამშრომლონ თანატოლებთან და ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათ რეალიზებას მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

 

არ გამოტოვოთ შესანიშნავი შესაძლებლობა, თქვენი წვლილი შეიტანოთ მდგრადი განვითარების პროცესში!

 

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/8WaXCbegBP2qcwxP9