გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის ექვსივე პროგრამამ, კლასტერული აკრედიტაციის ფარგლებში, წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და სრული შესაბამისობით, 7 წლით, მიიღო უპირობო აკრედიტაცია.
აკრედიტებულ პროგრამებს შორისაა, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ფინანსების ახალი, 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები და ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა.
ეს წარმატება სკოლის პროფესიონალთა გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. გრუნი ულოცავს ბიზნესისა და მართვის სკოლას წარმატებულ აკრედიტაციასა და ნაყოფიერ 2024 წელს.