გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი კონფერენციის - „ღვინის დივერსიფიკაცია და გლობალური ექსპორტი", მასალები.
კონფერენცია 2024 წლის 10 აგვისტოს გრუნიში მიჩიგანის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში მასპინძლობდა ბიზნესისა და მართვის სკოლა. ქართველმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ვიზიტის შედეგები კონფერენციაზე შეაჯამეს.
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის თებერვალში გაფორმდა და მიზნად ისახავს კვლევითი პროექტების განხორციელებას.