გრუნის კვლევითმა ერთეულებმა წლის ანგარიშები წარადგინეს

გრუნის კვლევითმა ერთეულებმა წლის ანგარიშები წარადგინეს


2024 წლის 6 დეკემბერს გრუნიში გაიმართა კვლევითი ერთეულების ანგარიშების მოსმენა.

 

შეხვედრა გახსნა რექტორის მოადგილემ სამეცნიერო - კვლევით საკითხებში, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 საერთო ანგარიში წარადგინა სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრმა. აღინიშნა, რომ დღეისათვის უნივერსიტეტში 11 კვლევითი ერთეულია, 2024 წელს თითოეულმა მათგანმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გასწია, კერძოდ, ჩატარდა: კონფერენციები, ექსპერტული და სამეცნიერო - პუბლიცისტური მუშაობა, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსიები, სამეცნიერო გამოფენები და სხვ.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს და იმ სტუდენტებს, რომლებიც სტაჟიორთა (ახალგაზრდა მკვლევრების) სტატუსით აქტიურად მონაწილეობდნენ სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობაში და კვლავაც ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა უსურვა.