ექსკურსია ქვათახევში

ექსკურსია ქვათახევში


2024 წლის 24 ნოემბერს გრუნის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო ექსკურსია ქვათახევში.

 

სტუდენტებმა მოინახულეს ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი, ქვათახევის ღვთისმშობლის ტაძარი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

 

ექსკურსიაზე იმყოფებოდა 110 სტუდენტი და უნივერსიტეტის კანცლერი გიორგი თავხელიძე.

 

გრუნის სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის სტუდენტებს ექსკურსიის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობისთვის.

 

განსაკუთრებული მადლობა გრუნის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის.