ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა პორტოს უნივერსიტეტში

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა პორტოს უნივერსიტეტში


პროგრამა Erasmus+-ის ფარგლებში, მედიცინის სკოლის დეკანი, ანა თეგეთაშვილი და დეკანის მოადგილე - ნინო გორდელაძე, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგები და შეხვედრები ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, რომელიც პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პირობაა.

 

ვიზიტის შედეგად დაიგეგმა მედიცინის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც მოიცავს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და პორტოს უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მივლინებებს ლექციების ჩასატარებლად.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის პორტოს უნივერსიტეტს გულთბილი მასპინძლობისა და პროფესიული თანამშრომლობისთვის.