Erasmus +-ის კონკურსი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის

Erasmus +-ის კონკურსი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის მობილობა განხორციელდება პოლონეთში, იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში, რომელსაც სრულად აფინანსებს ევროკავშირი.

 

სტუდენტებისათვის: პროგრამა მოიცავს ერთსემესტრიან მობილობას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, ეზიარონ ევროპულ განათლებას, შეიძინონ საერთაშორისო გარემოში სწავლის გამოცდილება და უნარ-ჩვევები.

 

აკადემიური პერსონალისათვის: მობილობა განისაზღვრება ერთი კვირით, რომლის ფარგლებში პერსონალი წაიკითხავს ლექციებს მასპინძელ უნივერსიტეტში და ჩაერთვება აკადემიურ საქმიანობაში.

 

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ სამართლის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ასევე, ბიზნესისა და მართვის სკოლების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მიღებითა და პროფესიული განვითარებით.

 

დაინტერესებულმა პირებმა განცხადება უნდა წარადგინონ 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: international@gruni.edu.ge