გრუნის ახალგაზრდა მკვლევრის სამეცნიერო მივლინება ბელგიაში

გრუნის ახალგაზრდა მკვლევრის სამეცნიერო მივლინება ბელგიაში


გრუნის ასისტენტ-პროფესორი - გიგა თვაური, სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ბელგიაში, სადაც მეცნიერთა და ტექნოლოგთა ევროპულ ასოციაციაში (COST), მდგრადი ჰიდროენერგეტიკის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, წარადგინა მის მიერ წარმოებული კვლევა.

 

საკვლევი თემა ეხებოდა ჰიდროენერგეტიკის გაციფრულებას. აღნიშნული კვლევა და შემუშავებული მეთოდოლოგია დადებითად შეაფასა ასოციაციის უმაღლესმა მენეჯმენტმა.

 

გიგა თვაური 2023 წლიდან მეცნიერთა და ტექნოლოგთა ევროპული ასოციაციის (COST) ექსპერტი და ამავე ორგანიზაციის მდგრადი ჰიდროენერგეტიკის პროგრამის მმართველი კომიტეტის წევრია.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც COST-ის მენეჯმენტი, ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლები.