კონკურსი ნანტის უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად

კონკურსი ნანტის უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად

საფრანგეთის ქალაქ ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურსს 2024-2025 წლის მეორე სემესტრის (08.01.2025 – 15.05.2025) სამართლის სასწავლო პროგრამაზე მობილობის განსახორციელებლად.

 

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ ნანტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სერტიფიკატს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

ინგლისური ენის B2 დონის შემოწმება; ჟიურისთან გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ოქტომბერი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge