კონკურსი Sciences Po Bordeaux - ში მობილობაზე

კონკურსი Sciences Po Bordeaux - ში მობილობაზე

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურსს 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სასწავლო პროგრამაზე საფრანგეთში.

 

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის სერტიფიკატს. აქ დაგროვილი კრედიტები აღიარებულ იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

პროგრამა ძირითადად ეხება სამართლის, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლის კანდიდატურებიც.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა!

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ინგლისური ენის B2 დონის შემოწმება/გასაუბრება.

 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი, ადგილების რაოდენობა: 2

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge