გრუნის სტუდენტები - Sciences Po Bordeaux - ში

გრუნის სტუდენტები - Sciences Po Bordeaux - ში

სიანს პო ბორდოს უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი - ქეთევან თოდაძე და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტი - ნინო საკანდელიძე, 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Bordeaux) განაგრძობენ სწავლას.

 

სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ Sciences Po Bordeaux - ს სერტიფიკატი, ხოლო გრუნი აღიარებს საფრანგეთში მიღებულ კრედიტებს.

 

ქეთევანს და ნინოს ვულოცავთ საფრანგეთის პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტობას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ!