პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ზოგადი კურსი სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ზოგადი კურსი სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

გრუნის ბიზნესის მიმართულების სტუდენტები: ანი ურუშაძე და მიხეილ მაისურაძე, ასევე, ადმინისტრაციული პერსონალი: ქეთევან გაბრიჭიძე და თინათინ ხატოიანი წარმატებით ჩაერთნენ პარტნიორი კომპანიის, შპს "ჰეკეთიკ საქართველოს", მიერ ორგანიზებულ სწავლებაში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საკითხებს მიეძღვნა.

 

კურსის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიახლეები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, პირდაპირი მარკეტინგი და სხვა საკითხები.

 

ონლაინსესიებს უძღვებოდა თამარ ჩხოლარია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ექსპერტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რომლის სამუშაო გამოცდილებაც მოიცავს 6-ზე მეტ წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში.

 

შპს „ჰეკეთიკ საქართველო“ (https://hackethic.com/) წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც ოპერირებს არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.

 

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

გრუნი მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას ამ შესაძლებლობისთვის.