გრუნის წარჩინებული სტუდენტები საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ

გრუნის წარჩინებული სტუდენტები საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, პარტნიორი ასოციაციის - „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“ - მხარდაჭერით, კიდევ ერთი პროექტი განახორციელა სტუდენტების არაფორმალური განათლების საკითხებზე.

 

სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების 3 წარჩინებული სტუდენტი: ლიზი გარსევანიშვილი, ლანა სვანიშვილი და გვანცა ბალხამიშვილი, „Erasmus+ “-ის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ ავსტრიაში, ვენაში. ლიზი პროექტში მონაწილეობდა, როგორც მედიაციის საუნივერსიტეტო კონკურსის გამარჯვებული სტუდენტი.

 

პროექტი: “Express yourself with dance“, მიზნად ისახავდა კულტურათაშორის დიალოგს, ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცეკვის საშუალებით ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან.

 

8 დღის განმავლობაში გრუნის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტით დაგეგმილ აქტივობებში, თავისი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კულტურას აცნობდნენ უცხოელ ახალგაზრდებს, ეცნობოდნენ მასპინძელი ქვეყნის კულტურას, შეისწავლეს მათი ცეკვები.

 

პროექტში მონაწილეობდა 5 ქვეყანა: ავსტრია, თურქეთი, მაროკო, საქართველო და უნგრეთი.

 

პროექტი სრულიად იყო დაფინანსებული ევროკავშირის მიერ.