ბიზნესისა და მართვის სკოლამ წიგნის თარგმნის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

ბიზნესისა და მართვის სკოლამ წიგნის თარგმნის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებული წიგნის თარგმნის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

 

სკოლა ქართულად მოამზადებს წიგნს "Sustainable: Moving Beyond ESG to Impact Investing by Terrence Keeley", რომელიც გამოცემულია კოლუმბიის უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლის მიერ და ეხება ბიზნესის მდგრად განვითარებას, ანგარიშგების სისტემების როლს და პასუხს სცემს ისეთ გლობალურ შეკითხვას, როგორიცაა: რა როლი უნდა შეასრულოს ბიზნესმა და ფინანსებმა ჩვენი დროის დიდი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში? სახელმძღვანელოში ხაზგასმულია მმართველობითი ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელობა ბიზნესში და მისი როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

 

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ბიზნესის მიმართულებით, მსგავსი წიგნი ქართულ ენაზე არ მოიპოვება და ეს გამოცემა სასიამოვნო სიახლე იქნება აკადემიური საზოგადოებისა და სტუდენტებისათვის, აგრეთვე, სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

 

გრუნის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და კოლუმბიის უნივერსიტეტთან მოლაპარაკებისა და სააპლიკაციო პროცესს უძღვებოდნენ: სამეცნიერო კვლევით საკითხებში რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია; მარკეტინგისა და მენეჯმენტის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი და ასოცირებული პროფესორი ნინო საჩალელი.

 

სახელმძღვანელო გამოიცემა 2025 წლის აგვისტოში.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივესტიტეტი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში მხარდაჭერისთვის.