ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი - 2024

ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი - 2024


29 ივნისს სასტუმრო ბილტმორში გაიმართა კომპანია “ტრეიდერების ჰაბის” პირველი ფორუმი.

 

ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში: „ფინანსური ბაზრების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“, მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტარტაპ-აქსელერაციის ცენტრის დირექტორი, ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი გიგა თვაური.

 

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ: ტრეიდერების ჰაბის კურსდამთავრებულები, მოქმედი ტრეიდერები, უნივერსიტეტების, სკოლების, საჯარო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე “ტრეიდერების ჰაბის” მიერ გამოვლინდნენ კომპანიები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2023-2024 წლებში აქტიურად უჭერდნენ მხარს ამ დარგის განვითარებას, მათ შორის, განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

ტრეიდერების ჰაბი არის პირველი ფინანსური საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში, რომლის მთავარი მიზანია, შეასწავლოს მსურველებს ფინანსურ ბაზრებზე სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით როგორც ტრეიდინგი, ისე ინვესტიციები. სწავლება მიმდინარეობს სამ ძირითად ბაზარზე: საფონდო, სავალუტო და კრიპტო ბირჟებზე.