კულტურულ-შემეცნებითი სასწავლო ტური ყაზბეგში

კულტურულ-შემეცნებითი სასწავლო ტური ყაზბეგში


2024 წლის 22 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის მოეწყო ტუროპერეიტინგის სილაბუსით გათვალისწინებული კულტურულ-შემეცნებითი სასწავლო ტური ყაზბეგში. სტუდენტებმა ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს სასწავლო ტური, მოამზადეს სასწავლო თემატიკა, დაათვალიერეს და აღწერეს ანანურის კომპლექსი, ჟინვალის წყალსაცავი, მლეთაში ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, გუდაურის გადმოსახედი, ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინები, გერგეთის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი, დარიალის ხეობა და დარიალის მთავარანგელოზის მონასტერი.

 

სასწავლო ტურის მიზანი იყო საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობა, ტურის ფორმირება და მისი, როგორც ტურისტული პროდუქტის, შესწავლა და ანალიზი.