პროფესიული განვითარების ტრენინგი

პროფესიული განვითარების ტრენინგი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გრძელდება პერსონალის პროფესიული განვითარების ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი.

 

2024 წლის 17 აპრილს გაიმართა რიგით მეოთხე ტრენინგი თემაზე: სილაბუსების განვითარება და კვლევის შედეგების სასწავლო კურსებში ინტეგრირება, რომელსაც უძღვებოდა ვასილ კიკუტაძე - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, აკრედიტაციის ექსპერტი, აკრედიტაციის საბჭოს წევრი.

 

ვასილ კიკუტაძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო განსახილველ თემასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტები, პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირებისა და შეფასების ეტაპები, კურიკულუმის რუკის აგება და ანალიზი, პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება და პროგრამის გასაუმჯობესებლად მისი გამოყენება.

 

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალი ონლაინ ფორმატით, სულ 40-მდე დოქტორანტი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.