სომხურ-ქართული სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი

სომხურ-ქართული სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობდა მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში, რომელიც ერევანში გაიმართა.

 

ფორუმი 2015 წლიდან იმართება და ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის პარტნიორული, ეფექტური და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას.

 

გრუნის პროფესორმა ფორუმში მონაწილე დამსწრე საზოგადოებას გააცნო „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ქართული მოდელი, ისაუბრა საქართველოში მედიაციის, როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის, გამოყენების, ასევე, ბოლო დროს საქართველოში დანერგილი სიახლეებისა და განხორციელებული რეფორმების კონკრეტული შედეგების შესახებ.

 

ფორუმში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის დელეგაციები სომხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ხელმძღვანელობით. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მათ გარდა იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.