ანტიპლაგიატის კვირეულის დახურვა

ანტიპლაგიატის კვირეულის დახურვა


2024 წლის 2 აპრილს უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა ანტიპლაგიატის კვირეული, რომელსაც ესწრებოდნენ ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებიც.

 

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი მირიანაშვილმა, შეაჯამა კვირეულის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები.

 

სტუდენტებს მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მან ისაუბრა პლაგიატისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობის შესახებ.

 

პლაგიატთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში მომზადდა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის დეკლარაცია, რომელსაც სტუდენტებმა მოაწერეს ხელი.

 

კვირეულში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი.

 

უნივერსიტეტი აგრძელებს პლაგიატის თემასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას. ანტიპლაგიატის მომდევნო კვირეული დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომის სემეტრში.